ირაკლი ლექვინაძემ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, „ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის“ სესიაზე, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარადგინა.

„სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირების მიზნით, 2014 წლიდან - დღემდე, სააგენტომ 100 სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაცია გასცა, მათ შორის - 63 სახელმწიფო ორგანოებს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართულებით, ეკონომიკური აგენტებისადმი 24, ხოლო ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით 13. კონკრეტული შედეგებით დასრულდა 56 საქმის მოკვლევა და 13 ბაზრის მონიტორინგი. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი და დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სექტორში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაცემულია 37 თანხმობა. მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით მომართვიანობა მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცის, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მოგვმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. ამ დროისთვის, სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება. რაც შეეხება ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებას, დავასრულეთ 2 საქმე - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ და 3 ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი - სასურსათო, სასუქების და სამშენებლო სექტორში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციისთვის, ფორუმი სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ბაქოს, განჯის და გიუმრის მერები. ასევე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიპლომატები და 15-მდე ქვეყნის 25 სტუმარი.

უწყების ინფორმაციით, მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, 6 და 7 ივნისს, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა შემდეგ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტარტაპ გარემო საქართველოსა და რეგიონში, სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს