„ალდაგი“ ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლით უბრუნდება. ალდაგის ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ელექტრო ავტომობილების ჭკვიანი დამტენები დაიდგმება. ახალი წამოწყების ფარგლებში, პირველი ჭკვიანი დამტენი თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი თქმით, „ალდაგში“, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ. ინდივიდუალური სადაზღვევო პრემია, სხვადასხვა ფაქტორებისა და მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება და ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგში ელექტრო მანქანების დაზღვევისა და ანაზღაურების მიმართულებით ცალკე გუნდი მუშაობს, რომელიც ელექტრო ავტომობილების მძღოლებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს სთავაზობს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. „ალდაგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს ელექტრო მანქანებზე მორგებულ სადაზღვევო პირობებთან ერთად, მეტი კომფორტი შევთავაზოთ და გავზარდოთ წვდომა ელექტრო დამტენებზე ,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი