„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - 2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

მიმდინარე წლის მაისში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“, ყველაზე მეტი ტვირთი გადაამუშავა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი თქმით, იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში 225,630 TEU კონტეინერი დამუშავდა.

„2024 წლის იანვრიდან დღემდე, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“, მაისის თვეში ყველაზე მეტი, 53 129 TEU კონტეინერი დაამუშავა. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია (აპრილი - 45 989 TEU, მარტი - 41 104 TEU), მაისი ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული იყო.

იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 225,630 TEU კონტეინერი დამუშავდა.

გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „APM Terminals Poti“-მა 2024 წლის მაისის თვეში 30 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში 27, ხოლო მარტში 24”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება