პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 1 384 000 ლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავლებით ბრალდებულებმა დაახლოებით 231 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს, რაც შენიღბვის მიზნით მათთან დაკავშირებულ პირებზე გააფორმეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება