დენის შმიგალი - ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა - ახლა ველით მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში

ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„ახლა ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯს - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში“, - დაწერა შმიგალმა „ტელეგრამზე“.

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. დეკემბერში კი ევროპული საბჭო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთხმად უნდა დაეთანხმონ, რომ უკრაინამ მიიღო ზომები ისეთი საკითხების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა კორუფცია და უმცირესობათა ენების დაცვა და სხვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს