ნინო რუხაძე - ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი უკავია

სასტუმრო „პარაგრაფში“ მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში, სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მონაწილეობა თბილისის საკრებულოს წევრმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს ცნობით, ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ სამართლებრივ ველზე, რომელიც მათ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესების პარალელურად უნდა აითვისონ.

მისი თქმით, საქართველოსთვის მომდევნო საეტაპო მნიშვნელობის საფეხურია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირში ინტეგრაცია მრავალგანზომილებიანი პროცესია, ის მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ განზომილებებს, რომლებიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ე.წ. Acquis Communautaire-თან, ანუ ევროკავშირის სამართლებრივ კორპუსთან. აქ აუცილებელია საქართველოს მუნიციპალიტეტები კარგად იყვნენ ინფორმირებული და ნათლად აცნობიერებდნენ, რომ Acquis-ის 70%-ის იმპლემენტაცია, საბოლოოდ, ადგილობრივ დონეზე უნდა განხორციელდეს. ამიტომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, როდესაც ეს მოლაპარაკებები გაიხსნება, აუცილებელია, რომ ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობები“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზეც ისაუბრა.

„ათეა-ს მთავარ მისიად სამართლებრივ სფეროში, ერთი მხრივ, იმ მექანიზმების ამუშავება მიმაჩნია, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტების ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში - ეს არის ტრადიციული და ერთ-ერთი მთავარი როლი, რომელსაც თვითმმართველობების ასოციაცია ასრულებს ყველა ქვეყანაში და, მეორე მხრივ, პირობების შექმნა და ადვოკატირება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის უზრუნველყოფა მოხდეს“, – დასძინა ნინო რუხაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია