იგორ ნარმანია - ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ

ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რითაც შსს-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გაზის იარაღის გასაფორმებლად ნებართვა შსს-მ უნდა გასცეს.

როგორც მან აღნიშნა, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს არ აქვთ თავდაცვის უფლება.

„ჯერ ისედაც, ეს ადამიანები მოდიან არაკაცურად, ხუთი მოდის ერთ ადამიანზე, ან ათი მოდის ერთ ადამიანზე. მათ აქვთ არაკანონიერი საშუალებები როგორიც არის ბიტა, კასტეტი, მაგრამ ამ ადამიანებს არავინ არაფერს არ სთხოვს, რადგან ეს სახელმწიფო ჩამოყალიბდა რუსულ სახელმწიფოდ, სადაც სისტემის მონებს აქვთ უფლება გამოიყენონ ის რაც სურთ და არიან პრივილეგირებულები“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც “ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება