გიგი წერეთელი - ქვეყნისა და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას თავისი ფასი აქვს

ქვეყნისა და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას თავისი ფასი აქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დასანქცირებას.

წერეთელის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ სანქციები არ იქნებოდა, „ეს საკითხი არ იყო სერიოზული და ამერიკელ პარტნიორებს მეგობრობასაც ახსენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები, არც მეგობრული იყო და, არც რაიმე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი“.

„უამრავი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად ჯიუტად არ შეიცვალეს აზრი და მძიმე დარტყმა მიაყენეს საქართველოს ინტერესებს და რეპუტაციას.

შესაბამისად, საქართველოს მეგობრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებსა და ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე „რუსული კანონის“ შესახებ.

ქვეყნისა და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას თავისი ფასი აქვს. ეს ძალიან კარგად იციან „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც, თუმცა მაინც აგრძელებენ მსგავსს პოლიტიკას და ბუნებრივია, გაგრძელდება ამერიკის და ასევე ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომები, რაც შეიძლება, რომ კიდევ უფრო მტკივნეული იყოს.

ამ სამწუხარო პროცესით არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მთელ ქვეყანას ექმნება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური პრობლემები. სრულიად ნათელია, რომ ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ევროატლანტიკური პერსპექტივა და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ცვლილებაა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება