გიორგი ჩაკვეტაძემ „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების" XIV ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების" XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე" გიორგი ჩაკვეტაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე განახლებულ „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე", რომელზეც პარლამენტი უახლოეს კვირებში იმსჯელებს.

„კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ბაგა-ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე. გიორგი ჩაკვეტაძემ ფორუმის მონაწილეების კითხვებს უპასუხა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს