სალომე ქურასბედიანმა  „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების" XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების" ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში" პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ძლიერი თვითმმართველობების მნიშვნელობასა და მოქალაქეების შესაძლებლობაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეფექტურად განხორციელდეს მიღებული გადაწყვეტილებები.

განსაკუთრებით კანონების იმპლემენტაციის პროცესში, რომლებიც მუნიციპალიტეტების აღსასრულებელია, იქნება ეს ბიომრავალფეროვნების დაცვა თუ „წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონი და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილება, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭიროა გამწვანების პროექტის არსებობა. ეს მოთხოვნა დედაქალაქში 2018 წლიდან მოქმედებს, 2024 წლის იანვრიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა, რაც მუნიციპალიტეტებმა უნდა აღასრულონ. ზოგადად, ადგილობრივ ხელისუფლებებს დიდი როლი ეკისრებათ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის", - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს