„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

"მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები, ჩემთვის, ცხადია, მძიმეა თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა.

შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული არ იყოს 24-საათიან მუშა რეჟიმში და შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება - მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას: 1. ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა.

ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად. მე ყრილობას ვთხოვ ამ ორ ცვლილებაზე თანხმობას და ასევე, მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, ასიათასობით ადამიანს ვუთხრა, ფორსმაჟორში, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ ბრძოლას მოიგებს ქართველი ხალხი და მაქვს სურვილი, რომ აგვისტოს ბოლოდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა უკვე პარტიის ახალ თავმჯდომარეს ამ ბრძოლაში, 24-საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება