პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს  თინა ბოკუჩავა შეცვლის

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის.

აღნიშნულის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

"დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს, ერთს ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში, თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

გპირდებით, განსაკუთრებით ვპირდები ახალგაზრდებს, რომლებმაც მართლაც გვაჩვენეს სიმამაცის, თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი ბოლო რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას საერთო, ეროვნული გამარჯვება მოვუტანოთ. დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს