ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერზე თავდასხმას ეხმაურებიან

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურნენ.

„დანიის პრემიერ-მინისტრზე დღეს საღამოს განხორციელებული თავდასხმა შემაძრწუნებელია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე.

დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც გააკეთეს.

„დღეს საღამოს, კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით აღშფოთებული ვარ. აგრესიის ამ მხდალ აქტს მკაცრად ვგმობ. ძვირფასო მეტე, ჩემი ფიქრები თქვენთან და თქვენს ოჯახთანაა და ვიმედოვნებ, რომ ამ საშინელ თავდასხმას მალე დაძლევთ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

„ძვირფასო მეტე, ამ საღამოს თქვენზე თავდასხმის შესახებ ამბის გაგებით ღრმად შოკირებული ვიყავი. ვგმობ ამ ამაზრზენ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც ჩვენ გვჯერა და რისთვისაც ევროპაში ვიბრძვით. გისურვებთ ძლიერებასა და სიმამაცეს - ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება