„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის, ვულოცავთ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას გამოცდილება და უნარები საერთო ოპოზიციურ ერთობას ახალ იმპულსს მისცემს.

„მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის. ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია.

ლევანის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ მას არასდროს უბრძოლია სკამისთვის და მისი მოტივაცია ყოველთვის იყო, ყოფილიყო იქ, სადაც მისი გუნდისთვის იქნებოდა უკეთესი და ხალხს დასჭირდებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებს მის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებაც. პირველ რიგში, ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას და ბრძოლის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

ვულოცავთ თინა ბოკუჩავას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში. მან დაამტკიცა, რომ მართლაც არის უკომპრომისო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი გამოცდილება და უნარები ახალ იმპულსს მისცემს საერთო ოპოზიციურ ერთობას, თავის წვლილს შეიტანს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს საერთო სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევცვალოთ რეჟიმი და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია