აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი-თბილისი-ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო.

,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობას ზრდის. ჩვენმა ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა ავიაკომპანიასთან შედეგი გამოიღო და საქართველოში ოპერირების დაწყების ზუსტად 1 წლის შემდეგ, ნიუ დელი და თბილისი პირდაპირი რეგულარული ფრენებით უკვე კვირაში 7 სიხშირით დაუკავშირდება ერთმანეთს. IndiGo არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ეს არის სრულიად ახალი ბაზარი საქართველოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას“, -განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

INDIGO 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს