იოავ გალანტი - თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა „ჰამასის“ ოთხი მძევლის გადასარჩენად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს

თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა „ჰამასის“ ოთხი მძევლის გადასარჩენად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი - გვიხარია, რომ სახლში ხართ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ოთხი მძევლის გადასარჩენად და სახლში, ისრაელში მათ დასაბრუნებლად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენ ბრძოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ 120 მძევალი სახლში არ დაბრუნდება“, - განაცხადა იოავ გალანტმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს