ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა.

„მოვალეობა შესრულებულია. ახლახან 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მივეცი. გამოიყენეთ თქვენი ხმა, თორემ თქვენს ნაცვლად სხვები გადაწყვეტენ“, - წერს რობერტა მეცოლა X-ზე.

მალტის გარდა დღეს ევროპარლამენტის არჩევნები ლატვიაში, იტალიასა და სლოვაკეთშიც მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ არჩევანი საავადმყოფოდან გააკეთა.

„ჩვენ ხმა ევროპელ დეპუტატებს უნდა მივცეთ, რომლებიც მხარს სამშვიდობო ინიციატივებს დაუჭერენ და არა ომის გაგრძელებას“, - წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რობერტ ფიცომ, რომელსაც 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, პირველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ივნისის ბოლოდან ან ივლისის დასაწყისიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება