ბენიამინ ნეთანიაჰუ - უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების ძალების მიერ ღაზაში მძევლების გადასარჩენად ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას მიესალმება.

„თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ისრაელი ტერორიზმის წინაშე არ ნებდება და მძევლების სახლში დასაბრუნებლად კრეატიულობითა და სიმამაცით მოქმედებს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ. უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება