ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა.

ნუნუკა თამაზაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა, „ქართული ოცნების" წარმომადგენლების დასანქცირებას უკავშირდებოდეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:

ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით, 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“ - წერს ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება