ასლან ბჟანია - რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ - ვიმედოვნებ, მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამავე დროს, სოხუმის ხელისუფლება მოელის, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ "რია ნოვოსტის" პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა.

„ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდინარე ფსოუს საგუშაგო ზაფხულში - ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში - თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ძველი ხიდით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო. იქნება საზღვარი, მაგრამ გამშვები პუნქტი საბოლოოდ ზედმეტი გახდება", - აღნიშნა ბჟანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება