მაჰმუდ აბასი ისრაელის მიერ ღაზაში, მძევლების გათავისუფლების მიზნით ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ითხოვს

პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი ისრაელის მიერ ოთხი მძევლის გადასარჩენად ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს.

„ნუსეირათის ბანაკზე ისრაელის თავდასხმას ასობით მოწამის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი სხვა დაშავდა. პრეზიდენტი აბასი ჩართულია ინტენსიურ კომუნიკაციაში შესაბამის არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან, რათა მოიწვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“, - აღნიშნულია პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა ლტოლვილთა ბანაკიდან ოთხი მძევლის გათავისუფლების მიზნით ჩატარებული ოპერაციის დროს, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილი დაბომბა. ღაზას საავადმყოფოს ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება