პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტი დაჩქარებული წესით მთავრობის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.

ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და ის პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა - 5 596 047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 000 ლარი).

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. როგორც მთავრობა განმარტავს, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ. აღნიშნული 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან.

“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 10 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო