ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამჟამად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილე დავით ვარდიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ სამველ მანუკიანთან, ახალქალაქის მერ მელქონ მაკარიანთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ქალაქ ახალქალაქში შენდება პირველი ქართული ბაღი, რომელი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებს. პროექტების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეწყობა ცენტრალური და შიდა სასოფლო საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორისაა, აბული-კარტიკამის, ხულგუმო-გულიკამისა და გომან-ოლივერდის გზები, რომელთა ჯამური ღირებულებაც 5 მლნ ლარია. პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს