ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები თვის ბოლოს გამოაცხადა.

მედიის ცნობით, მაკრონმა ამის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ დაამარცხა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

”ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის ნდობის აქტი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის".

მისივე თქმით, საფრანგეთს სჭირდება „მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ „მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი.

”მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ”, - აღნიშნა მაკრონმა.

მედიის ცნობით, საფრანგეთში ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" (RN) ხმების 31,5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "რენესანსის" პარტიასთან შედარებით. "რენესანსი", რომელსაც ვალერი ჰეიერი ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გავიდა ხმების 15,2%-ით. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება