ბელგიის პრემიერი, არჩევნების შედეგების გამო, თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნების შედეგების გამო თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ეს იყო "განსაკუთრებით რთული საღამო".

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ ევროკავშირის არჩევნებში, არამედ ფედერალურ და რეგიონულ არჩევნებშიც.

წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზეა უმსხვილესი ულტრამემარჯვენე პარტია Vlaams Belang-ი, მაგრამ მან მოსალოდნელზე ნაკლებ შედეგს მიაღწია.

შედეგების თანახმად, დე კროოს ამჟამინდელი შვიდპარტიული მმართველი კოალიცია უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

დე კროომ ახალ ფლამანდიურ ალიანსს (N-VA), Vlaams Belang-ის პარტიას და Vooruit-ის პარტიას შედეგები მიულოცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს