ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები - არჩევნების  შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა „მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი.

ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

„ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს,” - დაასკვნა მან.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება