ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი“, მესამეზე კი „კომუნისტური“ პარტია.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები გუშნ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება