საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

საქართველოში სომხეთის საელჩო, აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2024 წლის 6 ივნისს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

„სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები არც ერთი მეზობლის მიმართ, მათ შორის - აზერბაიჯანის.

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია და მასში შეტანილი ცვლილებები სომხეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეა და ოფიციალური ბაქოს მცდელობა ჩაერიოს ამის ირგვლივ 2018 წელს დაწყებულ სომხეთის შიდა დისკუსიებში, მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ასეთი საუბარი ტორპედირებს სამშვიდობო პროცესს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის გულწრფელობას - მიაღწიოს მშვიდობას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებული სამშვიდობო შეთანხმება ნათლად ადგენს, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. სამშვიდობო შეთანხმების პროექტში არსებობს ასევე დებულება იმის შესახებ, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია მიმართოს მის შიდა კანონმდებლობას სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

შეთანხმების ხელმოწერით და შიდა პროცედურებით რატიფიცირებით საბოლოოდ მოხდება ამ პრინციპების დამტკიცება.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მხარეთა ყველა შეშფოთების გასაქარწყლებლად ყველაზე მკაფიო და პირდაპირი გზა არის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც გახსნის გრძელვადიანი მშვიდობის გვერდს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება საკმარისად მომწიფებულია ხელმოწერისთვის და სომხური მხარე გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციულად და ინტენსიურად იმუშაოს, რათა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მას მიეცეს საბოლო სახე და ხელი მოეწეროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი