წყნეთში პროექტი „სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ გაიმართა

წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტი სახელწოდებით, „სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 40-ამდე ახალგაზრდამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობას, მათ შორის მინი ფეხბურთის ტურნირს.

„ტურნირის შემდგომ ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ სარედაქციო ჯგუფმა ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ახალი ნომერი წარუდგინეს და საჩუქრად ჟურნალებთან ერთად სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული, აფხაზეთის თემატიკის ფაზლები გადასცეს.

საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ ახალგაზრდებს საჩუქრად სიმბოლური პრიზები გადაეცათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება