ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

სამინისტროს ცხნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე, საჰაერო და წყალქვეშა დრონები.

ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.

მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარის რეგიონში, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს