გენადი არველაძემ აკრედიტაციის ცენტრისა და საქართველოში აკრედიტებული ორგანიზაციების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს ფს და საქართველოში აკრედიტებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მსოფლიო აკრედიტაციის დღე მიულოცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს აკრედიტაციის მსოფლიო დღის თემა ეხმიანება აკრედიტაციის გრძელვადიან და მდგრად შედეგებს - „ვაძლიერებთ ხვალინდელ დღეს და ვახდენთ მომავლის ფორმირებას“ („Empowering Tomorrow and Shaping the Future“).

„აკრედიტაცია თავისი შინაარსით მძლავრი მექანიზმია საქართველოს მდგრადი განვითარებისა და უკეთესი ევროპული მომავალისთვის. აკრედიტაციის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის წარმოება ეტაპობრივად შესაბამისობაში მოდის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო და უვნებელ პროდუქტსა და მომსახურებაზე, სტაბილურად იზრდება ქვეყნის ექსპორტი. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალი დონის ხარისხის ინფრასტრუქტურის არსებობა და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვახორციელებთ რეფორმებს აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში გვექნება კიდევ უფრო მეტი პროგრესი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოში წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო აკრედიტაციის მსოფლიო დღე აკრედიტაციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და საქართველოში აკრედიტებულ ორგანიზაციებს და მინდა ვუსურვო შემდგომი წარმატებები მათ პროფესიულ საქმიანობაში და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთესი მომავლის ფორმირებაში“,- ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა