ლაშა ფარულავა - ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როცა ჩინეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმყოფება ცხინვალში და თბილისს ამაზე პოზიცია არ გააჩნია

ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმყოფება ცხინვალში და თბილისს ამაზე პოზიცია არ გააჩნია. ეს არის ივანიშვილის მოღალატეობრივი პოზიცია, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ინტერესებს და დემოკრატიას ძირს უთხრის.

„ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინური კომპანიები, ჩინეთის დელეგაცია იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში ცხინვალში და ამავდროულად, თბილისს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ეს არის სწორედ ივანიშვილის მტრული, მოღალატეობრივი პოზიცია და მთლიანად „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ინტერესებს ძირს უთხრის, ძირს უთხრის დემოკრატიას და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება