ირაკლი ზარქუა - ამ უსაგნო, უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის არჩევნებმაც

ამ უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის ამ არჩევნებმაც - გამოდის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა? დაასანქცირეთ მაშინ ევროკავშირის მოსახლეობაც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მიდგომა და მათ შორის, ევროპარლამენტის არჩევნები, „ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორ გზაზე მიდიან.

„სანქციებს გვიწესებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს რის გამო? კანონის გამო. თან კანონი, რომელიც მათთან უფრო მეტი სიმკაცრით არის. ეხება მათთან ყველა ფიზიკურ, იურიდიულ პირს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს წელიწადში ერთხელ გიგაურებმა, ლომჯარიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეკლარაცია შეავსონ და გააგრძელონ მუშაობა. ამის გამო? ჩვენი სამართალდამცველებიც(დაასანქცირეს), რის გამო, წესრიგი რომ დაიცვეს? პარლამენტი შტურმით რომ არ ავაღებინეთ ამ რადიკალებს? თეთრ სახლზე თავდასხმის დროს რომ 5 ადამიანი შემოგაკვდათ, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა შევაფასოთ? ეს თქვენი მიდგომა, კიდევ ერთხელ გვაძლიერებს, გვარწმუნებს, როგორც ეს ევროკავშირის არჩევნები, რომ სწორ გზაზე მივდივართ," - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება