ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე იმყოფებოდა.

„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას. ახლა ქართველი ხალხის არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ევროპარლამენტის არჩევნებიც აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს იქითკენ, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. აქ, შვედეთში წარმატებას მიაღწიეს ზუსტად იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ურყევად განვლილი ათწლეულების განმავლობაში და კვლავაც გააგრძელებენ ბუნებრივია მის მხარდაჭერას“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება