დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტის მმართველ პოლიტიკურ აქტორებს მოსახლეობამ ნდობა იმ მასშტაბით არ გამოუცხადა, როგორც ეს იყო დღემდე - ეს დასაფიქრებელია ჩვენი მეგობრებისთვის

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ჩვენი მეგობრებისთვის საგულისხმო და დასაფიქრებელია, "ვინაიდან ის პროცესები, რომელიც დღემდე ევროკავშირში მიმდინარეობდა, თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის სასურველი არ აღმოჩნდა.

მისი თქმით, ევროპის ელექტორატმა მხარი არ დაუჭირა იმ მოცემულობას, რომელიც დღემდე ევროპარლამენტში არსებობდა.

"ევროპის ელექტორატმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მხარი არ დაუჭირა იმ მოცემულობას, რომელიც დღემდე არსებობდა ევროპარლამენტში, იმ ძალთა ბალანსს, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპარლამენტში, რამეთუ ბევრ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ამ არჩევნების შემდეგ მოხდა ისეთი პოლიტიკური პროცესი, როგორიც არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ცალკეულ ქვეყნებში პირველი პირები გადადგნენ და ა.შ. ამან აჩვენა, რომ რეალურად, იმ პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც აქამდე მართავდნენ ევროპარლამენტში პროცესებს და ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკას, მოსახლეობამ ნდობა იმ მასშტაბით არ გამოუცხადა, როგორც ეს იყო დღემდე. ეს, რა თქმა უნდა, არის საგულისხმო და დასაფიქრებელი ფაქტი ყველასთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ვინაიდან ის პროცესები, რომელიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის," - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს