ამერიკელი პოლკოვნიკი - უკრაინელებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს

უკრაინამ მიმდინარე წლის იანვარში А-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-ით ჩამოაგდო, - უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია აშშ-ის არმიის მე-10 საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტემ გაავრცელა.

ამერიკელი ოფიცრის განმარტებით, უკრაინის სახელმწიფოს დამცველებმა საჰაერო ჩასაფრების (SAMbush) ტაქტიკა გამოიყენეს, რისთვისაც მებრძოლები სპეციალურად იყვნენ მომზადებული.

პოლკოვნიკის თქმით, უკრაინელები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილს სტაციონარული ობიექტების დასაცავად იყენებენ, სხვები გადაადგილდებიან და „აკეთებენ ჭეშმარიტად ისტორიულ საქმეებს“.

„მსგავსი არ მინახავს საჰაერო თავდაცვაში მუშაობის 22 წლის განმავლობაში”, - ხაზგასმით აღნიშნა როსანა კლემენტემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება