ბექა ლილუაშვილი - ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა - „ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი

ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა - „ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები აჩვენებს, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს.

"ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნების" აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ანალიზს, რომელიც გადართულია, რაღაცა კონსერვატიული ძალების გაძლიერების მესიჯბოქსზე, რომლითაც თავს იმშვიდებს. ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა - სად "ქართული ოცნება" და სად კონსერვატიული საკითხები და კონსერვატიული მოძრაობა საქართველოში? ეს ერთმანეთთან არათავსებადი და წარმოუდგენელი თაღლითობის მცდელობაა.

ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა. პირველ ადგილზე კვლავ დარჩა "სახალხო პარტია", მეორე ადგილზე "სოციალ-დემოკრატები", მცირედი დანაკარგი ჰქონდა "მწვანეების" გაერთიანებას, თორემ დანარჩენი არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს, ვგულისხმობ, "ქართულ ოცნებას". ეს მცდელობა, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო