ირაკლი ზარქუა - „ხაბე“ მონდომებული, მებრძოლი ბიჭი იყო და ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო - ბოკუჩავაში მებრძოლი სული რა ნახეს, არ ვიცი

„ხაბე“ მონდომებული, მებრძოლი ბიჭი იყო და ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო. ბოკუჩავაში მებრძოლი სული რა ნახეს, არ ვიცი - შევშფოთდი, რომ "ხაბე" დაჩაგრეს, გამოიყენეს და მერე გააგდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერიც ვერ გადალახონ.

"შევშფოთდი, რომ "ხაბე" დაჩაგრეს, გამოიყენეს და მერე გააგდეს. ეს არის ფაქტი, მეტი არაფერი. მის ნაცვლად ბოკუჩავა დანიშნეს. არ ვიცი, მისი არჩევა რა კრიტერიუმით მოხდა. "ხაბე" მონდომებული და მებრძოლი ბიჭი იყო და აგერ, ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო. ბოკუჩავაში მებრძოლი სული და ეროვნულობა რა ნახეს, არ ვიცი. ეს მის დამნიშნავებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ პარტიაში ბრძოლაა გავლენებისთვის. ბელადი მივიწყებულია. ბელადი გამოცოცხლდა და უნდა, რომ არჩევნებში თავისი კვოტა მიიღოს. ამას ვერ იღებს იმიტომ, რომ დასავლეთიდან დაკვეთა მოვიდა, ამ უსამშობლოების ლიდერი იყოს არა ბელადი სააკაშვილი, არამედ აგერ, მადამ პრეზიდენტი. შესაბამისად, ბელადმა თავისი ფსონების დადება დაიწყო და თქვა, "ნაცებს" გავემიჯნები და რასაც მიიღებთ, ნახავთო. ეტყობა ბელადის ეს მოთხოვნა გაითვალისწინეს. მათი რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერიც ვერ გადალახონ," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება