საია-ს ანგარიში - სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე, აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები

სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, - ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას“.

„სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები. 23 აპრილს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან მსახიობებმა, რომლებმაც დაამთავრეს სპექტაკლი ფრაზით - „რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” - მიიღეს სასტიკი წერილობითი საყვედური თეატრის ადმინისტრაციისგან.

სხვადასხვა წყაროდან საია-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუქარის შემცველი ზარები ასევე, განხორციელდა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ფილიალების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, მათი ოჯახების წევრებთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან. გარდა ამისა, საგანგაშოა, რომ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას. საია-ს ერთ-ერთ რეგიონულ ოფისს მიმართა მოქალაქემ, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში განცხადება შეიტანა მუნიციპალიტეტის მერიაში და, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად ერთჯერადი დახმარება ითხოვა. როგორც მოქალაქე განმარტავს, სიტყვიერად მაშინვე დაჰპირდნენ 500 ლარით დახმარებას, მაგრამ გადაწყვეტილების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა, მას წერილობითი პასუხი დღემდე არ მიუღია. მისი თქმით, მანამდე მისმა ნაცნობებმა, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში არიან დასაქმებულნი, მას მოსთხოვეს, რომ არ გაეზიარებინა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პოსტები. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო რესურსს შერჩევით, მხოლოდ თავის მომხრეებზე ანაწილებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება