სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე პეკინის უარის გამო მადლობა გადაუხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას ვან ის მადლობა გადაუხადა პეკინის გადაწყვეტილების გამო, არ გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ლავროვმა მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით დაბალანსებული და თანმიმდევრული პოზიციისთვის, რომლის მიხედვითაც პეკინმა გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის კონფერენციაზე“, რომელიც არ გულისხმობს რუსეთის თანაბარუფლებიან მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო ინიციატივისა და მიმდინარე რეალობის სამართლიან გათვალისწინებას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება