ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ე.წ. რადიკალური ლიბერალიზმი ევროპაში თავის პოზიციებს კარგავს და მის ადგილს ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად, მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები იჭერს

ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ე.წ. რადიკალური ლიბერალიზმი ევროპაში თავის პოზიციებს კარგავს და მის ადგილს ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად, მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები იჭერს - რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მიწისძვრა ევროპარლამენტში, მაგრამ განწყობების და პოლიტიკური ძალთა ბალანსის გადანაცვლება მარჯვენა მხარეს აშკარად გამოჩნდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა ევროპის პოლიტიკაში ახალი ტენდენციების დამკვიდრების მკვეთრი და მკაფიო სურათი მოგვცა.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ნათელ სურათს, რომ ევროპაში განწყობები იცვლება. ევროპა უფრო მეტად ხედავს იმას, რომ მისი როგორც ევროპული მომავალი, უფრო მეტად უნდა წყდებოდეს ევროპაში, ის რომ ფსევდოლიბერალიზმი საბოლო ჯამში, განვითარების "ტუპიკი" არის და ის რომ ომი არ არის ევროპის პრიორიტეტი. ომი უკანასკნელ წვეთამდე ასუსტებს ევროპას და აძლიერებს ისეთ გლობალურ მოთამაშეებს, რომელთა მიზნებიც არ შეესატყვისება ძირეულად, ევროპის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ევროპის პოლიტიკაში ახალი ტენდენციების დამკვიდრების მკვეთრი და მკაფიო სურათი მოგვცა," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება