ვოლოდიმირ ზელენსკი - სუმის ოლქის სოფელ რიჟივკაში რუსეთის დროშა განადგურებულია, ოკუპანტები იქ არ იმყოფებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები სუმის ოლქის სოფელ რიჟივკაში პროპაგანდისტული ოპერაციის მოწყობას შეეცადნენ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინული ძალები სუმის ოლქში ვითარებას სრულად აკონტროლებენ, კერძოდ, გრძელდება რუსული დივერსიული ჯგუფების აქტიურობა, რომლებსაც ანადგურებენ და კვლევ გააგრძელებენ მათ განადგურებას.

„რაც შეეხება სოფელ რიჟევკას, ოკუპანტმა იქ პროპაგანდისტული ოპერაციის განხორციელება სცადა. დღეს დილის მდგომარეობით, სოფელში რუსეთის დროშა განადგურებულია, ოკუპანტები იქ არ იმყოფებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, პარალელურად, ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება.

„ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯებს გეგმავს მტერი და რა დისლოცირებას ახორციელებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე დროს, მისი თქმით, ყველაზე უფრო რთული სიტუაცია დონეცკის ოლქშია.

„უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პოზიციების სტაბილიზაციისა და დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სამხრეთის მიმართულებით ვითარება ძირითადად უცვლელია და უკრაინელები თავიანთი პოზიციების გაძლიერებას განაგრძობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს