ლევან ბეჟაშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში დაჩქარდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მეგობრობის აქტის ამოქმედება აშშ-დან, რაც საზოგადოების მთავარი მიზანია

ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს; ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა თავისი ევროპული არჩევანი და ღირებულებები დაიცვა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბაიდენის და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხებით დაჩქარდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ყველაზე მაღალი რანგიდან საქართველოს საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი პარტნიორების საკმაოდ მკაფიო გზავნილები, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა თავისი ევროპული არჩევანი და ევროპული ღირებულებები დაიცვა. ამჯერად უკვე არჩევანი ჩვენზეა. რუსული რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება ქვეყანას თუ ივანიშვილის რეჟიმი გააგრძელებს მმართველობას. ამიტომ, ერთხმად, ორგანიზებულად 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში დაჩქარდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მეგობრობის აქტის ამოქმედება აშშ-დან, რაც ჩვენი საზოგადოების მთავარი მიზანია“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის