გიგი წერეთელი - ჩინური კომპანიების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ინვესტირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ შეუსაბამო და მავნებლური პოლიტიკის შედეგია

ჩინური კომპანიების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ინვესტირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ შეუსაბამო და მავნებლური პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, გიგი წერეთელი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ჩინური კომპანიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გიგი წერეთლის თქმით, ჩინური კომპანიების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ინვესტიციებზე მოლაპარაკებები საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკის უხეში დარღვევაა.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩინეთმა კენჭისყრაში მხარი არ დაუჭირა ქართველი დევნილების სახლში დაბრუნებაზე რეზოლუციას, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი მადლობა მიიღო, ეს სრულიად გაუგებარია.

ასე ხდება უფრო მეტად სხვა ახალი ნაბიჯების წახალისება და სწორედ ასეთია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტირებაც. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მიმართულებით ხელისუფლების აბსოლუტურად შეუსაბამო და მავნებლურ პოლიტიკას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება