ოლაფ შოლცის პრესსპიკერი - გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს

გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს, - ამის შესახებ კანცლერის, ოლაფ შოლცის პრესსპიკერმა განაცხადა.

„მორიგი არჩევნების თარიღი მომავალი შემოდგომაა. და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავთ“, - განაცხადა შტეფენ ჰებესტრეიტმა პრესკონფერენციაზე.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა“ (SPD) პარტიამ ხმების 14%-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ლიდერობს კონსერვატიული ბლოკი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური პარტიის გაერთიანება (CDU/CSU), ხმების 30%-ით, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ხმების, დაახლოებით, 16%-ით, ამასთან, „მწვანეებმა“ ხმების 12% მიიღეს, ხოლო ლიბერალურმა „თავისუფალმა დემოკრატიულა პარტიამ (FDP) კი - 5%-ი.

არჩევნების შედეგების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლაფ შოლცს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება