თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში საგანგებო სივრცეები მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და საუნივერსიტეტო ცენტრებთან ერთად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური ორგანიზაციები ახორციელებდნენ.

ღია კარის დღეზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისთვის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილისთვის. რექტორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ტრადიციულ და ამავდროულად მოდერნიზებულ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით, რომლის მაღალი სტანდარტებიც არაერთხელ აღინიშნა ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

აბიტურიენტებს, ინტერაქტიულ რეჟიმში, საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, რომლებსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, სხვადასხვა პროგრამის და ფაკულტეტების დეკანებმა უპასუხეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება