დიმიტრი პესკოვი - ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

დიმიტრი პესკოვი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მიერ საფრანგეთის პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის საშინაო საქმეა.

„ეს საფრანგეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეა. ჩვენ საშინაო საქმეებში ჩარევა არ გვსურს. ევროპასა და ამერიკაში ფართოდ გავრცელებული ცილისწამების საპირისპიროდ, ჩვენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ვერევით“, - აღნიშნა კრემლის პრესპიკერმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის