ჯაბა სამუშია სოფიას უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიას (ბულგარეთი) უნივერსიტეტის პროფესორთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეთნოლოგიის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და უნივერსიტეტებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოფიას უნივერსიტეტის ეთნოლოგებსა და ისტორიკოსებს არაერთი საინტერესო პროექტი აკავშირებს.

„სამომავლოდ, დავგეგმეთ ერთობლივი ეთნოგრაფიული საველე სამუშაოების წარმოება ბულგარელი და ქართველი სტუდენტების ჩართულობით, რომლის ძირითადი თემატიკა მთიანი რეგიონების ყოფისა და კულტურის შედარებით ანალიზს მოიცავს“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, ერთობლივი საველე სამუშაოები ხელს შეუწყობს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, საველე მუშაობის უნარების განვითარებას, ინტერნაციონალურ ჯგუფში მუშაობის გამოცდილების მიღებას.

როგორც წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის პროფესორმა ილია ილიევმა აღნიშნა, უნივერსიტეტებს შორის გაგრძელდება პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა და ეთნოლოგია-ისტორიის მიმართულებით არაერთი, ორივე მხარისთვის საინტერესო თემატიკის პროექტი განხორციელდება.

„შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი პუბლიკაციის მომზადება ქართულ-ბულგარული კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შესახებ. ასევე, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა თსუ დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთში, სოფიის უნივერსიტეტში.

წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი ილია ილიევი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვევით იმყოფებოდა თსუ-ში. მან ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ ფარგლებში, თსუ სტუდენტებისთვის ლექციების კურსი - „გენდერი, ასაკი და წმინდანობა მეოცე საუკუნის ბულგარეთში“ წაიკითხა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება