ანონსი 11 ივნისი

11 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოში აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების დაფინანსების შესახებ რეგიონული დიალოგის 10 წლის იუბილე აღნიშნება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გახსნის. კონფერენციას 70-ზე მეტი ბიომრავალფეროვნების ფინანსური ექსპერტი და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება.

მის: წინანდალი, სასტუმრო „Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel“

11 ივნისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ცვლილებები საპენსიო ფონდში და დანაზოგის დაკარგვის გაზრდილი საფრთხე“.

11 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გრიპის გახანგრძლივებული სეზონი: რა ტიპის ვირუსები ცირკულურებს, როგორია ავადობის მაჩვენებელი და კლინიკებში მიმართვიანობა.

ყივანახველას შემთხვევების მატება ბავშვებში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

11 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

11 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

11 ივნისს, 15:00 საათზე, "ლელოს" წევრები ლევან სამუშია, ლანა გალდავა და გიორგი სიორიძე შს სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავენ. თემა: სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები და დაუსჯელი მოძალადეები.

მის: გულუას ქ. N10.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება