ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი კიევში ჩავიდა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

უკრაინის პრემიერმა შმიგალმა კაისა ოლონგრენს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღვნიშნე ნიდერლანდების ინიციატივა, პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ერთობლივი გადაცემის შესახებ. ასევე, ჩვენ F-16-ების სწრაფ მიღებას ველით, რაც ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

ასევე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების, ტექნოლოგიების გაცვლის, შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება